|
|
|
ქსელის არსი და უპირატესობა.
ინტერნეტში ჩართულ თითოეულ კომპიუტერს უნიკალური მისამართი (IP address) ენიჭება. IP მისამართი წერტილებით გამოყოფილი ოთხი რიცხვისგან შედგება. თითოეული რიცხვის დიაპაზონია 0-255. მაგალითად: 217.72.130.138. გარდა IP მისამართისა,კომპიუტერის ინტერნეტის ქსელში ჩასართავად მას უნდა მიენიჭოს სხვა TCP/IP პარამეტრები. კერძოდ: Subnet mask, Default gateway, DNS server. Subnet mask (ქსელის ნიღაბი)- განსაზღვრავს, თუ რა ზომისაა ლოკალური ქსელი, რომელშიც ჩართულია მოცემული კომპიუტერი.
|
|
|
|
|
მონაცემთა გადაცემა და მართვა
|
|
|
|
|
კლიენტ/სერვერ მოდელების აღწერა
კლიენტი/სერვერის ტიპის ქსელში ყველა ძირითადი რესურსი განთავსებულია ერთ კომპიუტერზე, რომელსაც სერვერი ეწოდება. კლიენტი/სერვერის ტიპის ქსელები ბევრად უფრო დაცულია, მოხერხებულია ადმინისტრირების თვალსაზრისით და მძლავრია, ვიდრე ერთრანგოვანი ქსელი.
|
|
|
|
|
გლობალური ქსელი WAN
დღეისათვის შესაძლებელია დავაკავშიროთ მომხმარებლები სხვადასხვა ქალაქებიდან და სახელმწიფოებიდან. გეოგრაფიული საზღვრები ფართოვდება და ლოკალური გამოთვლითი ქსელები გადაიზარდა გლობალურ გამოთვლით ქსელებში (WAN), სადაც კომპიუტერების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს ათიდან რამდენიმე ათასამდე.
|
|
|
|
|
ლოკალური ქსელი LAN
როდესაც ერთმანეთთან შეერთებული კომპიუტერები განლაგებული არიან ერთმანეთის ახლოს (ერთ ოთახში, ერთ შენობაში), მაშინ მათ გაერთიანებას ლოკალურ ქსელებს (LAN – Local Area Network) უწოდებენ.
|
|
|
|
|
ქსელი და მისი კონცეფცია
თუ კი მომხმარებელმა დააკავშირა თავისი კომპიუტერი სხვა კომპიუტერთან, მას შეუძლია იმუშაოს მის მონაცემებთან და პროგრამებთან. გადაბმული (ერთმანეთთან დაკავშირებული) კომპიუტერების ჯგუფს და სხვა მოწყობილობებს ეწოდება ქსელი.
|
|
|
|
|
ქსელები და ტელეკომუნიკაციის საშუალებები ინტერნეტი
კომპიუტერული ქსელი არის კომპიუტერების, მათ შორის დამაკავშირებელი ხაზებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ერთობლიობა, რომელიც უზრუმველყოფს ინფორმაციის გადაცემას.
|
|
|
|
|
თვითოეულ ჩვენგანს შეუქმნია რაიმე ინფორმაცია, რომელიც შეგვინახია კომპიუტერში შემდგომი გამოყენებისთვის, ეს შეიძლება ყოფილიყო რაიმე დოკუმენტი, ნახატი, ვიდეო ფაილი და ა.შ. ანუ ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ყოფილა ისეთი შემთხვევაც როცა ამ იმფორმაციის სხვა კომპიუტერში გადატანა ყოფილა აუცილებელი, მისი გაკეთება რამოდენიმე ვარიანტითაა შესაძლებელი...
|
|
|
|
|
კომპიუტერის კვების ბლოკის დანიშნულებაა ელექტრო ენერგიის უწყვეტი მიწოდება სისტემურ ბლოკზე. დენის ბლოკის მწყობრიდან გამოსვლისას წყდება ელექრო ენერგიის მიწოდება სისტემურ ბლოკზე და კომპიუტერი აღარ ირთვება. არასწოროად მომუშავე დენის ბლოკმა შეიძლება გამოიწვიოს სხვა და სხვა შეცდომები (კომპიუტერი ჭედავს, ოპერაციული სისტემისა და პროგრამების შეცდომები. ერთი სიტყვით სისტემის არასტაბილური მუშაობა) . აი რამოდენიმე ვარიანტი დენის ბლოკისა.
|
|
|
|
|
ყველასათვის ცნობილი CD (Compact Disk) დისკები მოსახლეობაში საკმაოდ გავრცელებულია და ბევრგან შეხვდებით, კერძოდ მას იყენებენ რაიმე ინფორმაციის ჩასაწერად და გადასატანად სხვა ადგილას, ან სულაც შესანახად, ანუ სარეზერვოდ. უმეტეს შემთხვევაში მასზე გვინახავს საინსტალაციო პაკეტები (როგორიცაა Windows და სხვა პროგრამული უზრუნველყოფისთვის), ასევე თამაშები, ფილმები და უამრავი რამ, რაც კი ციფრუნ ინფორმაციას ეხება.
|
|
|
|
|
ვიდეო კარტა (გრაფიკული ადაპტერი) – მოწყობილობა, რომელიც გარდაქმნის გრაფიკულ გამოსახულებას ეკრანზე გამოსაყვანად ,რომელიც ინახება კომპიუტერის მეხსიერებაში. ერთი სიტყვით, მას გამოყავს გამოსახულება თქვენი მონიტორის ეკრანზე. და რაც უფრო კარგი ხარისხისაა ვიდეო კარტა მით უფრო ჩქარი და ხარისხიანი გამოსახულება იქნება ეკრანზე .
|
|
|
|
|
ოპერატიული მეხსიერება (RAM – Random Access Memory) ინფორმაციის დროებითი საცავია. მასში ის აქტიური მონაცემები და პროგრამები იწერება, რომლებიც პროცესორის მიერ მუშავდება. კომპიუტერის გამორთვის ან გადატვირთვის შემდეგ ოპერატიული მეხსიერება მთლიანად სუფთავდება ე.ი. მასში არსებული მონაცემები მთლიანად იშლება, რაც მის უარყოფით მხარეს წარმოადგენს.
|
|
|
|
|
მეხსიერების დანიშნულებაა პერსონალურ კომპიუტერში გამოყენებული პროგრამების, მონაცემების და მიღებული შედეგების შენახვა.
|
|
|
|
|
ეს არის ჩიპსეტების კრებული ან მიკროსქემა, რომელიც ასახავს პროცესორისთვის ინტერფეისს და პერიფერიულ ფუნქციებს. ეს ჩიპების კრებული, როგორც წესი არის მიკროსქემა, რომელიც უზრუნველყოფს ინტერფეისს მეხსიერების გაფართოების სლოტების და ინტეგრირებულ პერიფერიას შორის, კარნახობს დედაპლატას თუ როგორ ”ესაუბროს” პერიფერიულ აპარატულ ნაწილს. მწარმოებელი ანიჭებს ჩიპსეტს.
|
|
|
|
|
პროცესორი – (CPU – Central Processing Unit) ეს არის მიკროსქემა, რომელიც პერსონალური კომპიუტერის უმთავრეს ნაწილს წარმოადგენს, მართავს მის მუშაობას და აწარმოებს ყველა სახის გამოთვლით ოპერაციებს,ანუ ხდება ინფორმაციის გადამუშავება. კომპიუტერის სწრაფქმედება და წარმადობა დიდადაა დამოკიდებული პროცესორის მახასიათებლებზე.
|
|
|
|